მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი მუსიკალური გამოფენა – პერფომანსით “ძველი ვალსი” შეუერთდა. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება მირცათ დაათვალიერებინათ მუზეუმის ფონდში დაცული იშვიათი ვინილები და მოესმინათ ვახტანგ ჭაბუკიანის საყვარელი მელოდიებისთვის.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, 18-25 მაისს, სხვადასხვა ღონისძიებებით, პრეზენტაციებითა და „მუზეუმის ღამის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით უერთდება.
მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ “მუზეუმები წარმოადგენენ მნიშვნელოვან საშუალებას კულტურული გაცვლებისათვის, კულტურათა გამდიდრებისა და ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობის განვითარებისათვის“.
მუზეუმის საერთაშორისო დღე – 18 მაისი, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერებაა, 1977 წელს დაფუძნდა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM)-ის მიერ. ამ დღისთვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას, 2019 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი