მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულის დღეს,თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი პოეტური პერფომანსით „გააცოცხლე ეპოქა“ შეუერთდა. საღამოს წარუძღვა “მუსიკალური ათწლედის” მოსწავლეების მიერ შესრულდა სალონური მუსიკა. მოსულმა სტუმრებმა მოირგეს 19 საუკუნის აქსესუარები და შეეცადნენ იმდროინდელი ეპოქის “გაცოცხლებას”.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, 18-25 მაისს, სხვადასხვა ღონისძიებებით, პრეზენტაციებითა და „მუზეუმის ღამის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით უერთდება.
მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ “მუზეუმები წარმოადგენენ მნიშვნელოვან საშუალებას კულტურული გაცვლებისათვის, კულტურათა გამდიდრებისა და ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობის განვითარებისათვის“.
მუზეუმის საერთაშორისო დღე – 18 მაისი, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერებაა, 1977 წელს დაფუძნდა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM)-ის მიერ. ამ დღისთვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას, 2019 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი”.