ქართული კულტურა და XX საუკუნე-აპოლონ მუსატეგი(ვსაუბრობთ ბალანჩინზე)

60959387 878600605809447 2256325807272099840 o - ქართული კულტურა და XX საუკუნე-აპოლონ მუსატეგი(ვსაუბრობთ ბალანჩინზე)

პროექტის „ქართული კულტურა და XX საუკუნე“, მორიგი სამშაბათის დისკუსიის თემა გახლდათ “აპოლონ მუსაგეტი” (ვსაუბრობთ ბალანჩინზე). დისკუსიას ჟურნალისტმა ილია თავბერიძემ უმასპინძლა . მან ისაუბრა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბალანჩინის მემკვიდრეობის გააზრება მეოცე საუკუნისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის უკეთ გაგებისათვის; რა გზა გაიარა საბალეტო ხელოვნებამ პეტიპადან ბალანჩინამდე და ბალანჩინიდან დღემდე.

„ქართული კულტურა და XX საუკუნე“ კვლევითი პროექტია, რომლის მიზანია წარმოაჩინოს არტისტის ეპოქის და გარემოს სხვადასხვა კონტექსტები, პარალელური კულტურული პროცესები. მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. შედეგად, უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.

პროექტი ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“, ხოლო მეორე დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე დოქტორანტებს. კონფერენციის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ: აქ