მუზეუმების საერთაშორისო დღე – “თოჯინები და მარიონეტები წარსულიდან”

60481898 876785272657647 5393905124735188992 n - მუზეუმების საერთაშორისო დღე - "თოჯინები და მარიონეტები წარსულიდან"

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრი მუზეუმის კვირეულის ფარგლებში ჩაატარა პერფორმანსი “თოჯინებისა და მარიონეტები წარსულიდან”. 19 მაისს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრში მოსულმა სტუმრებმა სხვადასხვა სახის თოჯინები და მარიონეტები დაამზადეს. შედეგად, მრავალფეროვანი ტრადიციებითა და ოსტატობით შექმნილი ნიმუშებით დადგმული პერფორმანსი იხილეს და ითამაშეს მეთოჯინე ბაჩო ცანავა და ბურნი ფაუერთან ერთად. ღამის დასასრულს კი თავიანთივე შექმნილი მარიონეტებით  მონაწილეობა მიიღეს პერფორმანსში.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, 18-25 მაისს, სხვადასხვა ღონისძიებებით, პრეზენტაციებითა და „მუზეუმის ღამის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით უერთდება.
მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ “მუზეუმები წარმოადგენენ მნიშვნელოვან საშუალებას კულტურული გაცვლებისათვის, კულტურათა გამდიდრებისა და ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობის განვითარებისათვის“.
მუზეუმის საერთაშორისო დღე – 18 მაისი, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერებაა, 1977 წელს დაფუძნდა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM)-ის მიერ. ამ დღისთვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას, 2019 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი.”