თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში, მუზეუმის დღის ფარგლებში ჩატარდა პერფორმანსი“ გააგრძელე ტრადიცია“. პერფორმანსის შესრულებისას, შიო აბრახამიას დირიჟორობით, მაყურებლის წინაშე წარსდგა თბილისის ბავშვთა გუნდი, რომელმაც შეასრულა როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი სიმღერები. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებები, ხოლო დასასრულს დირიჟორმა მოსული სტუმრები მუსიკალურ პერფორმანსში ჩართო.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, 18-25 მაისს, სხვადასხვა ღონისძიებებით, პრეზენტაციებითა და „მუზეუმის ღამის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით უერთდება.
მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ “მუზეუმები წარმოადგენენ მნიშვნელოვან საშუალებას კულტურული გაცვლებისათვის, კულტურათა გამდიდრებისა და ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობის განვითარებისათვის“.
მუზეუმის საერთაშორისო დღე – 18 მაისი, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერებაა, 1977 წელს დაფუძნდა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM)-ის მიერ. ამ დღისთვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას, 2019 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი