17 მაისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს უმასპინძლა და სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის სიგელებთან ერთად სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა.
დაჯილდოებულთა შორის იყვნენ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მხატვარ-დიზაინერი ნინო ანდრიაშვილი და მუზეუმების გაერთიანების კოლექციებისა და ფონდების მენეჯერი ნელი ბუმბეიშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ICOM Georgia – საქართველო ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი ინგა ქარაია, თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ნინი სანადირაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
მუზეუმის თანამშრომლების დაჯილდოვება
