„ქართული კულტურა და XX საუკუნე“ – ქართული კულტურის დეკადა – 1937

60237793 873557376313770 5586393825091256320 o - „ქართული კულტურა და XX საუკუნე“ - ქართული კულტურის დეკადა - 1937

14 მაისს, პროექტის “ქართული კულტურა და XX საუკუნე”, მორიგი დისკუსია გაიმართა თემით „ქართული კულტურის დეკადა – 1937“. დისკუსიას მასპინძლობდა ანანო სამსონაძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოც.პროფესორი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი. სტუმარმა ისაუბრა დეკადების მნიშვნელობასა და მიზანზე საბჭოთა ეპოქაში. რა მნიშვნელობა ჰქონდა 1937 წლის ქართული კულტურის დეკადას. როგორ ირჩეოდა საცეკვაო, სასიმღერო თუ სხვა ნომრები კონცერტების რეპერტუარში ჩასასმელად. რა ხრიკს მიმართა ბერიამ, როცა მეჩონგურე ქალთა ანსამბლის წევრები ვიზუალურად დაიწუნა (ცხრა შავი ყვავი უწოდა) და მათი შეცვლა სხვა ლამაზმანებით გადაწყვიტა და როგორ მიუხვდა სცენაზე დადგმულ ხრიკს სტალინი.
რა სთხოვა საჩუქრად ილიკო სუხიშვილმა სტალინს და იყო თუ არა მისი ეს ჟესტი კომპრომისი და პრინციპებზე უარის თქმა. საღამოს ბოლოს გაიმართა დისკუსია. სტუმრებმა და სპიკერმა იმსჯელეს კომპრომისისა და პრინციპულობის თემაზე ზოგადად ხელოვნებაში და კონკრეტულად საბჭოთა ეპოქის პერიოდში.

„ქართული კულტურა და XX საუკუნე“ კვლევითი პროექტია, რომლის მიზანია წარმოაჩინოს არტისტის ეპოქის და გარემოს სხვადასხვა კონტექსტები, პარალელური კულტურული პროცესები. მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. შედეგად, უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.
პროექტი ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“, ხოლო მეორე დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე დოქტორანტებს. კონფერენციის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ: აქ