2018 წლის 8 ნოემბერს, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასრულდა საბიუჯეტო სახსრებით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი SPA180008448, რომელიც მოიცავდა მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულში გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გამოცხადებულ სამუშაოებს, რაც გულისხმობს რეაბილიტაციის შემდგომ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცის შექმნას, საექსპოზიციო და საგამოფენო სივრცეებს და სხვა.
2019 წლის აპრილის თვეში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის საბიუჯეტო სახსრებით ჩატარებულ ელექტრონული ტენდერის SPA180008448 შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომლის შემდეგ 2019 წლის 14 მაისს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა – მუზეუმში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია სამუზეუმო მემორიალური სივრცის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე, რომ სრულად იქნება დაცული როგორც სახლ – მუზეუმის მემორიალური თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები. სამუშაოების რეაბილიტაციის პროცესს ზედამხედველობას გაუწევს პროექტის ავტორტთა ჯგუფი და თბილისის მუზეუმების გაერთიანების კოლექციებისა და ფონდების სამსახური.