რეაბილიტირებული მუზეუმის წარდგენა

18 მაისი კოტე და სოსო წერეთლები - რეაბილიტირებული მუზეუმის  წარდგენა

2019 წლის 18 მაისს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების განახლებულ მემორიალურ ბინა-მუზეუმს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გახსნის. კოტე და სოსო წერეთლების ბინა მუზეუმი 2018 წლიდან რეაბილიტაციის პროცესშია. თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა – მუზეუმის საგამოფენო კონცეფცია ეს არის მცდელობა აღადგინოს ოთხმოციანი წლების ეპოქა, აჩვენოს ის წინააღმდეგობით აღსავსე სოციალურ-მორალური სურათი, რომელიც წინ უძღოდა საბჭოთა იმპერიის ნგრევას საქართველოში.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მუზეუმების საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებით უერთდება, რომლის მთავარი სათქმელია, ადგილი სადაც ტრადიცია ხვდება მომავალს.

მუზეუმის საერთაშორისო დღე – 18 მაისი, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერებაა, 1977 წელს დაფუძნდა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM)-ის მიერ. ამ დღისთვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას. 2019 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი”.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება 18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებებს, პრეზენტაციებსა და „მუზეუმის ღამის“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს უმასპინძლებს. მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გარდა ღამის ღონისძიებებისა საგანამანთლებლო და შემეცნებითი აქტივობებითაც მასპინძლობს.