თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მუზეუმების საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ღონისძიებებსა და საგანმანათლებელო პროგრამებით უერთდება, რომლის მთავარი სათქმელია, ადგილი სადაც ტრადიცია ხვდება მომავალს.
მუზეუმის საერთაშორისო დღე – 18 მაისი, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერებაა, 1977 წელს დაფუძნდა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM)-ის მიერ. ამ დღისთვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას, 2019 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი”.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება 18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებებს, პრეზენტაციებსა და „მუზეუმის ღამის“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს უფასოდ უმასპინძლებს. მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გარდა ღამის ღონისძიებებისა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებითაც მასპინძლობს.
#IMD2019