მერაბ კოსტავა 80 – მოგონებები სამეგრელოდან

60101141 871008236568684 7977724331515969536 o - მერაბ კოსტავა 80 - მოგონებები სამეგრელოდან

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში 10 მაისს შეხვედრა „მერაბ კოსტავა 80 – მოგონებები სამეგრელოდან“ გაიმართა.
საღამოს უმასპინძლა ზუგდიდის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მოძრაობა „ხსოვნა“-ს ხელმძღვანელმა – მადონა მაქაცარიამ, რომელმაც გაიხსენა საქართველოს ეროვნული გმირები მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია და თვითმხილველის პოზიციიდან გააცნო მოსულ სტუმრებს მათთან დაკავშირებული საინტერესო ეპიზოდები.
2019 წელი მერაბ კოსტავას საიუბილეო წელია. 26 მაისს, ეროვნული გმირის დაბადებიდან 80 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს შეხვედრების ციკლი „მოგონებები მერაბ კოსტავაზე“, რომლის ფარგლებში თანამებრძოლები, მეგობრები, მოსწავლეები იხსენებენ ეროვნულ გმირთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს და პირადი ურთიერთობის დეტალებს.