სპეცსამსახურების თვალით დანახული საქართველოს უახლესი ისტორია

59995902 868907686778739 2120436422165921792 o - სპეცსამსახურების თვალით დანახული საქართველოს უახლესი ისტორია

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 7 მაისს პროექტის, “ქართული კულტურა და XX საუკუნე”, მორიგი დისკუსია გაიმართა თემით „სპეცსამსახურების თვალით დანახული საქართველოს უახლესი ისტორია“.
დისკუსიას მასპინძლობდა გელა სულაძე – მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო და „შემოქმედებითი გაერთიანება მწერალთა კავშირის“ ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიების ლაურეატი, სპეცსამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტური
და პროზაული ნაწარმოებების ავტორი, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების თადარიგის პოლკოვნიკი.
სტუმარმა ისაუბრა სპეცსამსახურების საქმიანობაზე სხვადასხვა ეპოქაში; საბჭოთა კავშირის, მათ შორის საბჭოთა საქართველოს სპეცსამსახურების
შესახებ; ასევე მათი გავლენის შესახებ საბჭოთა კულტურაზე. თემამ დიდი ინტერესი გამოწვია, დამსწრე საზოგადოება ცხარე დისკუსიაში ჩაერთო, ბევრი კითხვა დაუსვეს მოწვეულ სტუმარს და დებატები გვიანობამდე გაგრძელდა. ყველაზე აქტიურ მსმენელებს ბატონმა გელამ თავისი წიგნები უსახსოვრა.
„ქართული კულტურა და XX საუკუნე“ კვლევითი პროექტია, რომლის მიზანია წარმოაჩინოს არტისტის ეპოქის და გარემოს სხვადასხვა კონტექსტები, პარალელური კულტურული პროცესები. მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. შედეგად, უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.
პროექტი ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“, ხოლო მეორე დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე დოქტორანტებს. კონფერენციის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ:https://bit.ly/2Ht5d0H