ქართული მუდმივმოქმედი დასი -140

IMG 9482 - ქართული მუდმივმოქმედი დასი -140

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, 6 მაისს ქართული მუდმივმოქმედი დასის დაარსების 140 წლისთავთან დაკავშირებული საღამო გაიმართა, რომელსაც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი მასპინძლობდა.
მან ქართული თეატრის საინტერესო ისტორიული ექსკურსი შემოგვთავაზა. ისაუბრა ილია ჭავჭავაძის როლზე თეატრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
მუდმივი სცენის რეფორმა, სწორედ ილიას მეთაურობით გატარდა და ის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა: თეატრის მისიისა და ფუნქციის განსაზღვრა, რეპერტუარის შერჩევა, სამსახიობო კადრების აღზრდა, თეატრის მართვის შინაგანი მოწყობა და სხვ.
პირველი ვრცელი რეპეტიაციაც – მეფე ლირი 100 რეპეტიციით (1883წ.), სწორედ ილიას სახელს უკავშირდება.