თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 6 მაისს ციკლის, “მეტაფორების სამყაროში”, მორიგი შეხვედრა „მთა და მეტაფორები“ გაიმართა.
მთასთან დაკავშირებულ პოეტურ სახეებზე ქართულ პოეზიაში პოეტმა ერეკლე საღლიანმა ისაუბრა.
“მეტაფორების სამყაროში” ღონისძიებათა ციკლია, რომელიც მიმართულია სამყაროს მეტაფორულ აღქმაზე და მსმენელებში შემოქმედებითი და კრეატიული უნარების გაღვიძება-გამომუშავებაზე. ციკლის მოდერატორია პოეტი, პროფესორი ცირა ბარბაქაძე. ღონისძიებები თვეში ორჯერ იმართება.
მთა და მეტაფორები
