თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ მემორიალურ სახლ-მუზეუმებს დაეთმო საკრებულოს პროექტის “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” მორიგი ღონისძიება.
პროექტის ავტორის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით მაისის თვის თემა “თბილისის სახლ-მუზეუმებია“.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა ნინი სანადირაძემ გაერთიანებაში შემავალ თითოეულ მუზეუმში განხორციელებულ სამუშაოებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დეპუტატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
“თბილისის ისტორიები საკრებულოდან”
