საბჭოთა კულტურის პოლიტიკის რამდენიმე ასპექტის შესახებ

57564611 855862961416545 3890176227603906560 o - საბჭოთა კულტურის პოლიტიკის რამდენიმე ასპექტის შესახებ

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში კვლევითი პროექტის “კულტურა და XX საუკუნე” მორიგი დისკუსია გაიმართა თემით: „საბჭოთა კულტურის პოლიტიკის რამდენიმე ასპექტის შესახებ“. საღამოს უმასპინძლა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ეკა კიკნაძემ. „კულტურა და XX საუკუნე“ კვლევითი პროექტია, რომლის მიზანია წარმოაჩინოს არტისტის ეპოქის და გარემოს სხვადასხვა კონტექსტები, პარალელური კულტურული პროცესები. მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. შედეგად, უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.
პროექტი ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“, ხოლო მეორე დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე დოქტორანტებს. კონფერენციის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ:https://bit.ly/2Ht5d0H