15 აპრილს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, შეხვედრების ციკლის „გადავარჩინოთ სიტყვა“, მორიგი შეხვედრა “ქართველური ენები“ გაიმართა.
რატომ არის ენა უწყვეტი საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალება? როგორ მიმდინარეობს ეს ქმედება გლობალიზაციის კვალდაკვალ? რა მნიშვნელობა აქვს მეცნიერებისთვის კოლხურისა და სვანურის შესწავლას? როგორ შევინარჩუნოთ ენები დროსა და სივრცეში?
ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს საღამოს სტუმრებმა ენათმეცნიერებმა ნათია ფონიავამ, ლევან კოჭლამაზაშვილმა და ისტორიკოსმა ელზა ხაინდრავამ.
საღამოს ბოლოს 1-ლი კლასიკური გიმნაზიის, 82-ე და 67-ე სკოლის მოსწავლეები საინტერესო მსჯელობასა და დისკუსიაში ჩაერთვნენ.