მოგონებები სვანეთიდან

IMG 4275 - მოგონებები სვანეთიდან

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში, 12 აპრილს, შეხვედრების ციკლის „მოგონებები მერაბ კოსტავაზე“, მორიგი საღამო „მოგონებები სვანეთიდან“ გაიმართა.
საღამოს სტუმრებმა, საქართველოს XX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა სვანეთიდან: ხათუნა იოსელიანმა, მაია კახიანმა, ნარგიზა ნიგურიანმა , მანანა და ერეკლე საღლიანებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ ესახებოდა მერაბ კოსტავას ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული კუთხის, სვანეთის ისტორიული დანიშნულება ქვეყნის სამომავლო განვითარების ჭრილში.
სტუმრებმა გაიხსენეს ერონული გმირის სვანეთში სტუმრობის ისტორია და მასთან ურთიერთობის საინტერესო დეტალები