“გლასნოსტის” პერიოდის ქართული პროფესიული მუსიკა

56764578 852901941712647 6018312916246200320 o - "გლასნოსტის" პერიოდის ქართული პროფესიული მუსიკა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ციკლის „ქართული პროფესიული მუსიკა – ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე“ დასკვნითი ლექცია გაიმართა „სტაგნაციის და “გლასნოსტის” პერიოდის ქართული პროფესიული მუსიკა“.
ლექციების ციკლს უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებულმა პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ნანა შარიქაძემ.
საინტერესო ლექციის დასრულების შემდეგ სტუმრები მსჯელობასა და დისკუსიაში ჩაერთვნენ.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ერთ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მეოცე საუკუნის კულტურის და ხელოვნების კვლევა სოციო-პოლტიკურ კონტექსტში. ამ მიმართულებით იგეგმება კონფერენცია, რომელის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ: https://bit.ly/2Ht5d0H