მეტაფორები და სასწავლო პროცესი

56656046 850892168580291 8426147757923762176 o - მეტაფორები და სასწავლო პროცესი

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 8 აპრილს ციკლის, “მეტაფორების სამყაროში”, მორიგი შეხვედრა „მეტაფორები და სასწავლო პროცესი“ გაიმართა.
საღამოს მასპინძლობდა მაკა სახურია – თბილისის კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორი, ფილოლოგიის დოქტორი.
სწავლა-სწავლების პროცესში მონაწილეობას სამი აქტორი იღებს: მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, რომელთა ურთიერთობებს თან ახლავს საინტერესო და რთული პროცესები, რაც თავისთავად შობს უცვეთ მეტაფორებს, რომლებიც ხშირად წარმართავენ ამ სამი მხარის ურთიერთობას. თუმცა ზოგჯერ მითები, ან რეალობას აცდენილი მეტაფორები ამ სისტემის ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს გვართმევენ.
ყველა მხარის მიზანი უნდა იყოს განვითარების შემაფერხებელი პროცესების მარკირება, ანალიზი და უკეთესი საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა. სწორედ ამ თემებს შეეხებოდა ციკლის მორიგი შეხვედრა.