თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების კვლევითი პროექტის “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე” მორიგი სამშაბათის, 2 აპრილის თემა იყო „ჭაბუკიანი და საბჭოთა უშიშროება“.
საღამოს მასპინძლობდა ზაზა ამონაშვილი, ბალეტის მოცეკვავე, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.
სტუმარმა ისაუბრა ვახტანგ ჭაბუკიანზე სხვადასხა ასპექტში. ასევე მის გასტროლებზე აშშ-სა და ფილიპინებში და საბჭოთა უშიშროებაზე საზღვარგარეთ მოგზაურობების დროს. გაიხსენა საკუთარი გამოცდილება ჭაბუკიანთან, როგორც პედაგოგთან ურთირთობის დროს.
კვლევითი პროექტი “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე” სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. შედეგად, უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.
პროექტი ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“, ხოლო მეორე, დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე დოქტორანტებს. კონფერენციის შესახებ დამატებით შეგიძლიათიხილოთ:https://bit.ly/2Ht5d0H