თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გთავაზობთ 3 თვიან სტაჟირების პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია სამუზეუმო სფეროში დაინტერესებულ ზრდასრულ პირთა აქტიური ჩართულობა მუზეუმის თანამედროვე პროცესებში. თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება დაარსდა 2016 წელს და თბილისის მასშტაბით 9 დამოუკიდებელ მუზეუმს აერთიანებს. თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მისია არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე.
სტაჟირების პერიოდში მონაწილეები გაეცნობიან სამუზეუმო და საფონდო საქმიანობის სპეციფიკას.
გაივლიან სტაჟირებას გაერთიანების ერთ-ერთ მუზეუმში /გაერთიანებაში
აქტიურად ჩაერთვებიან სამუზეუმო მუშაობის შიდა პროცესებში.
მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებების, პროექტებისა და გამოფენების დაგეგმვა-განხორციელებაში.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი, ასევე აპლიკაციის ფორმა
შემდეგ მისამართზე: participantmuseumunion@gmail.com
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი
განცხადების განხილვის შედეგად, შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მონაწილეებს გადასცემს ორენოვანი სერფიტიკატებს. დამატებითად, საჭიროების შემთხვევაში გაიცემა რეკომენდაციები.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.