აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე

IMG 9827 - აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე

2007 წლიდან, ყოველი წლის 2 აპრილს, გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით, მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღევანდელი დღის მიზანი ცნობადობის ამაღლებასთან ერთად, აუტიზმის მქონე პირების ფუნდამენტური უფლებების დაცვა და რეალიზებაა. #აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს მიეკუთხვნება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციის შეფერხებაზე და სოციალური ურთიერთობების დამყარებაზე.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება Children of Georgia – საქართველოს ბავშვები მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას შეუერთდა. ღონისძიების, ისევე, როგორც დღევანდელი დღის მიზანი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.