ქართული მუსიკა სტალინის გარდაცვალებამდე

55542010 844141769255331 5523253304714330112 n - ქართული მუსიკა სტალინის გარდაცვალებამდე

28 მარტს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ახალი ციკლის, „ქართული პროფესიული მუსიკა – ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე“ საჯარო ლექცია “ქართული მუსიკა სტალინის გარდაცვალებამდე – პირველი ნაწილი” გაიმართა.
საღამოს უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებულმა პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ნანა შარიქაძემ.
საინტერესო ლექციის ბოლოს სტუმრებს ბევრი კითხვა გაუჩნდათ და საღამო დისკუსიით გაგრძელდა.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ერთ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მეოცე საუკუნის კულტურის და ხელოვნების კვლევა სოციო-პოლტიკურ კონტექსტში. ლექციების ციკლი მიეძღვნება ქართული პროფესიული მუსიკის განვითარების ეტაპებს 1921-1991 წლებში.