„ლაურენსიას“ პრემიერა – 80 წელი

.jpg - „ლაურენსიას“ პრემიერა - 80 წელი

ზუსტად 80 წლის უკან, 1939 წლის 22 მარტს, გაიმართა ალექსანდრე კეინის ბალეტ „ლაურენსიას“ პრემიერა.

ბალეტი შეიქმნა ლოპე დე ვეგას დრამის „ფუენტე ოვეხუნას“ მიხედვით. ამის მიზეზი სამოქალაქო ომი იყო.

ვახტანგ ჭაბუკიანი წერდა: „ მე მიტაცებს აზრი ვიმუშავო ახალი ესპანეთის ცხოვრების ამსახველ პიესაზე. მინდა ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს ესპანელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. ასეთ ბალეტში მიტაცებს არა მარტო მდიდარი ესპანური კოლორიტი, რაც შეიძლება ბრწინვალედ გამოვიყენო სპექტაკლში, არამედ თანამედროვე ესპანეთის ხალხის განცდები, მათი ფიქრები, ზრახვები, სასოება, იმედები, გმირული ბრძოლა და თავდადება სამშობლოსათვის.“

სპექტაკლის დამდგმელი ბალეტმეისტერი – ვახტანგ ჭაბუკიანი

მხატვარი – სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე