“ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე” -“მუსიკა და ბალეტი“

IMG 6493 - “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე” -“მუსიკა და ბალეტი“

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების კვლევითი პროექტის “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე” მორიგი სამშაბათის დისკუსიას ნიალა გიძიაშვილმა უმასპინძლა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტმა (1964 წლიდან) და ამავე თეატრის საბალეტო სპექტაკლების მთავარმა რეჟისორმა თემაზე “მუსიკა და ბალეტი“ საინტერესო “ისტორიული მოგზაურობა” შემოგვთავაზა. ასევე ისაუბრა სხვადსხვა ეპოქაში ქორეოგრაფებისა და ბალეტმაისტერების კომპოზიტორებთან მუშაობის თავისებურებებზე.

კვლევითი პროექტი “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე” სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. შედეგად, უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.
პროექტი ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“, ხოლო მეორე, დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე დოქტორანტებს. კონფერენციის შესახებ დამატებით შეგიძლიათიხილოთ:https://bit.ly/2Ht5d0H