თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა 18 მარტს ეკატერინე ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ საღამოს „ჰოჲ საყურეო…“ უმასპინძლა.
საღამოზე მოსულმა სტუმრებმა საკუთარ ლექსებთან ერთად ეკატერინესადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. ლიტერატურულ საღამოს მასპინძლობდნენ: ქეთი შენგელია,მარიამ პაპაშვილი, ბადრი ქუთათელაძე, მიხეილ ღანიშაშვილი, ეთერ თათარაიძე, ვასილ ბოსტაშვილი.