17 მარტს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში საღამო „უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული გალაკტიონი“ გაიმართა, რომელიც პოეტის გარდაცვალებიდან 60 წლისთავს მიეძღვნა.
“უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული დიდი ბავშვი” ასე დაარქვა პოეტს უფროსმა ძმამ აბესალომმა.
პოეტის ცხოვრების დღემდე უცნობ ეპიზოდებზე გალაკტიონის ბიოგრაფმა და პოეტმა ვახტანგ ჯავახაძემ ისაუბრა.