თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 12 მარტს პროექტის, “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“, მორიგი დისკუსია გაიმართა თემით „გმირის დაბადება და სიკვდილი საბჭოთა ეპოქაში“, რომელსაც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, მედიის და მას. კომუნიკაციის პროფესორმა გიორგი ჩართოლანმა უმასპინძლა.
მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს და
ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“.
პროექტის მეორე, დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომლის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ:https://bit.ly/2Ht5d0H