მეტაფორები ქალთა პოეზიაში

IMG 5758 - მეტაფორები ქალთა პოეზიაში

11 მარტს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბართაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, „მეტაფორების სამყაროში“ ციკლის მორიგი შეხვედრა გაიმართა “მეტაფორები ქალთა პოეზიაში”. საღამოს ფილოლოგიის დოქტორმა – ნინო პოპიაშვილმა უმასპინძლა.
საუბარი – ქალის როლზე ლიტერატურაში დისკუსიის ფორმატში წარიმართა, თუმცა დისკუსიამ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო და ქალების ცხოვრების ყოფით დილემებსაც შეეხო.