“ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“ – გმირის დაბადება და სიკვდილი საბჭოთა ეპოქაში

50 - “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“ – გმირის დაბადება და სიკვდილი საბჭოთა ეპოქაში

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 12 მარტს პროექტის “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“ მორიგი დისკუსია გაიმართა თემით „გმირის დაბადება და სიკვდილი საბჭოთა ეპოქაში“, რომელსაც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, მედიისა და მასკომუნიკაციის პროფესორმა გიორგი ჩართოლანმა უმასპინძლა.

მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევრების ჩართულობას ითვალისწინებს და ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“.

პროექტის მეორე და დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომლის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ: https://bit.ly/2Ht5d0H