თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 10 მარტს, გამოფენების ციკლის “მხატვრობა ბალეტში”, ფარგლებში მხატვრისა და სცენოგრაფის სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ჩანახატები და მუზეუმში დაცული საბალეტო კოსტიუმების ასლები.
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოფენას 31 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.