თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა 5 მარტს პროექტ “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნის“ პრეზენტაციას უმასპინძლა. კვლევითი პროექტის ამოცანაა წარმოაჩინოს არტისტის ეპოქის და გარემოს სხვადასხვა ასპექტი, პარალელური კულტურული პროცესები.
მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევრების ჩართულობას ითვალისწინებს და ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“.
პირველ დისკუსია თემით “ომი და ცეკვა” ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიამ გამართა.
პროექტის მეორე და დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომლის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ: https://bit.ly/2Ht5d0H