თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურმა ბინა-მუზეუმმა 5 მარტს პროექტის, “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“, პრეზენტაციას უმასპინძლა. კვლევითი პროექტის ამოცანაა წარმოაჩინოს არტისტის ეპოქის და გარემოს სხვადასხვა კონტექსტები, პარალელური კულტურული პროცესები.
მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს და
ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“.
პირველ დისკუსიას თემით “ომი და ცეკვა”, ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიამ უმასპინძლა.
პროექტის მეორე, დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომლის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ:⬇️:https://bit.ly/2Ht5d0H
ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე – ომი და ცეკვა
