1 მარტი თბილსის მერიის თოჯნებისა და სათამაშოების მუზეუმის დაბადების დღეა

23244002 541071896228988 5022747102817529710 n - 1 მარტი თბილსის მერიის თოჯნებისა და სათამაშოების მუზეუმის დაბადების დღეა

1936 წლის 1 მარტი თბილსის მერიის თოჯნებისა და სათამაშოების მუზეუმის დაბადების დღეა!
თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი საბავშვო მწერლისა და პედაგოგის თინათინ თუმანიშვილის (1892-1966 წწ.) თაოსნობითა და საქართველოს მთავრობის საგანგებო გადაწყვეტილებით 1937 წელს, ათარბეგოვის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის შენობაში დაარსდა როგორც საბავშვო სათამაშოების მუზეუმი. მუზეუმს საფუძვლად თინათინ თუმანიშვილის თოჯინებისა და სათამაშოების კოლექცია, საგვარეულო ნივთები და ბიბლიოთეკა დაედო, რომელიც მან სახელწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

თინათინ თუმანიშვილმა აღმოაჩინა და ერთი იდეის ქვეშ გააერთიანა იმ პერიოდის ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვრები და ინჟინერ-მექანიკოსები. იმ დროს, როდესაც საქართველოში არცერთი ქართული თოჯინა ფიზიკურად არ არსებობდა, საფუძველი ეროვნული ხასიათის დედოფალას ჩაეყარა, რომელიც დღემდე მუზეუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი ექსპონატია. მუზეუმი 1958 წელს მოსწავლე ახალგაზრდობის (მაშინდელ პიონერთა) სასახლეში გადავიდა, 1986 წლიდან ბინა შავთელის ქუჩაზე მდებარე შენობაში დაიდო. მალე თბილისს განახლებულ თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი შეემატება და უნიკალური კოლექცია დამთვალირებლისთვის გამოიფინება.