მეტაფორები მუსიკაში

IMG 4610 - მეტაფორები მუსიკაში

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 25 თებერვალს გაიმართა შეხვედრა “მეტაფორები მუსიკაში”.

საღამოს უმასპინძლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თამაზ გაბისონიამ. მოდერატორი – ცირა ბარბაქაძე.

როგორი მეტაფორა შეიძლება იყოს მუსიკაში, რატომ არის მეტაფორის მეთოდი ყველაზე ზუსტი, ქართველი ეთნიკური მუსიკალური შემსრულებლისთვის სულიერი სამყაროს ობიექტთა შესაცნობად ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა სტუმარმა ციკლის, “მეტაფორების სამყაროში” მორიგ შეხვედრაზე.