ილუსტრაცია – წარმოსახვის პირველადი სამყარო

52736774 819793131690195 8585459309092012032 n - ილუსტრაცია - წარმოსახვის პირველადი სამყარო

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 16 თებერვალს საჯარო ლექცია “ილუსტრაცია – წარმოსახვის პირველადი სამყარო” გაიმართა.
საღამოს უმასპინძლა წიგნის ილუსტრატორმა, გრაფიკულმა დიზაინერმა ლიკა კვირიკაშვილმა.
სტუმარმა ისაუბრა ილუსტრაციის მნიშვნელობაზე, ბეჭდური და ელექტრონული წიგნის ილუსტრირების თავისებურებაზე. ასევე სტუმრებს მოუთხრო უცხოელ დამკვეთებთან მუშაობის საკუთარი გამოცდილების შესახებ.
საღამოს ბოლოს კი გალაკტიონის ლექსის “მე და ღამე” ერთ-ერთი სტროფის მაგალითზე ილუსტრაციაზე მუშაობის დაწყების პირველი საფეხური აჩვენა დაინტერესებულ სტუმრებს.