თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებასა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ძირითადი მიზანია, ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარება/გაფართოება, მუნიციპალური მუზეუმების პოპულარიზაცია და სტუდენტების ინტეგრირება სამუზეუმო სივრცეში, სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა.
მემორანდუმს თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხრიდან გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს ხელი.