თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრში 12 თებერვალს მარიონეტული ხელოვნების პრაქტიკული პირველი გაკვეთილი ჩატარდა.
ვორკშოპის მასპინძელმა ბურნი ფავერმა, მოსულ სტუმრებს საინტერესო ფოტო და ვიდეომასალის გამოყენებით გააცნო მარიონეტების ისტორია, მათი შექმნის სპეციფიკა. ბოლოს კი მონაწილეებმა საკუთარი ხელით გააკეთეს მარიონეტული თოჯინის ერთ-ერთი სახეობა და მცირე სპექტაკლიც გაითამაშეს.