“უხილავი ხელის“ მეტაფორა და ადამ სმითი

IMG 5656 - “უხილავი ხელის“ მეტაფორა და ადამ სმითი

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, ციკლის “მეტაფორების სამყაროში” ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა.
საღამოს უმასპინძლა პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ ვერულავამ, რომელმაც ადამ სმითის „უხილავი ხელის” მეტაფორის შესახებ ისაუბრა.

“უხილავი ხელი” ადამ სმითის ცნობილი მეტაფორაა, რომლის მიხედვით, თითოეული ადამიანი მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებით, საკუთარი კეთილდღეობისათვის, ხოლო ამ ქმედებებით „უხილავ ხელს“ იგი მიჰყავს ისეთი შედეგისკენ, რომელიც საერთოდ არ შედიოდა მის განზრახვაში და,  მისდაუნებურად განაპირობებს საზოგადოების კეთილდღეობას.