1941 წლის თებერვალში სანქტ-პეტერბურგის (იმდროინდელი ლენინგრადი) მარინის (მაშინდელი ს. კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი) თეატრმა მარიუს პეტიპას დადგმით მინკუსის ბალეტი „ბაიადერა“ განაახლა.
სპექტაკლი ვახტანგ ჭაბუკიანის პედაგოგმა ვ. პონომორიოვმა აღადგინა, ხოლო ცალკეული სცენები, თავად ვახტანგმა დადგა. ამ ბალეტში ის სოლორის პარტიას ასრულებდა, რამაც მაყურებლებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
სოლორის სასცენო კოსტიუმი შექმნილია მხატვრის სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძის მიერ და ის თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმშია დაცული.
ბაიადერა
