თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გურამ პეტრიაშვილს უმასპინძლა.
მწერალმა ბავშვებს წაუკითხა რამდენიმე თავისი ზღაპარი, უპასუხა მთ შეკითხვებს და წიგნებზე სამახსოვრო ავტოგრაფიც დაუტოვა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით უკვე მეოთხედ აღინიშნება.