წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

IMG 0392 - წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

1 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზუემში “არტისტული ყვავილების“ კითხვით გაიხსნა.
ეს დღე საქართველოში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით უკვე მეოთხედ აღინიშნება.
2019 წლის 17 მარტს გალაკტიონის გარდაცვალებიდან 60 წელი შესრულდება. ასევე, 2019 წელს არის ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საეტაპო პოეტური კრებულის „არტისტული ყვავილების“ გამოცემიდან 100 წლის იუბილე.
გალაკტიონის ლექსები მოწვეულმა სტუმრებმა: ვახტანგ ჯავახაძემ, რატი ამაღლობელმა, ანი კოპალიანმა, ნინია ნადირაძემ და ილია ჭანტურიამ წაიკითხეს.