ვახტანგ ჭაბუკიანი კარნეგი ჰოლში

ჰოლის აფიშა - ვახტანგ ჭაბუკიანი კარნეგი ჰოლში

1934 წლის 31 იანვარი… ამერიკაში 1933 წლის დეკემბერში დაწყებული ვახტანგ ჭაბუკიანისა და ტატიანა ვეჩესლოვას გასტროლები გრძელდებოდა: ჩიკაგო, დეტროიტი, ბოსტონი, ლოს-ანჟელესი, სან-ფრანცისკო… ამერიკული პრესა წერდა: „ჭაბუკიანის ნახტომი უფრო მაღალია ვიდრე რომელიმე თანამედროვე მოცეკვავისა, ის გრიგალზე უფრო სწრაფად ტრიალებს. “ (New York Evening Post, Jan.1934)
The New York Times-ი იუწყებოდა,რომ ვახტანგ ჭაბუკიანმა ქარიშხალივით გადაუარა სეზონის ყველაზე სენსაციურ წარმატებებს…
ტატიანა ვეჩესლოვა წიგნში „მე ბალერინა ვარ“ იხსენებს: „ჩვენ დაუქანცავად ვმუშაობდით, თავდაუზოგავად ვემზადებოდით ნიუ-იორკში,
„კარნეგი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში გამოსვლისათვის. გაგვაფრთხილეს:„თუ მსახიობი გამოვა „კარნეგი-ჰოლში“, ამით უკვე განსაზღვრული იქნება მისი სიდიადე, მაგრამ თუ „ ჩავარდა“, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი მისი შემდგომი წარმატება ერთობ საეჭვო ხდება“.
ფრთხილი თავაზიანობით შეგვხვდა მაყურებელი, მაგრამ ნომრიდან ნომრამდე წარმატება უფრო და უფრო იზრდებოდა. დასასრულს კი მაყურებელი ყვიროდა და სკამებს აბრახუნებდა… და უცებ ჩვენ შემოგვესმა გულისწამღები სტვენა. „რა არის ეს?!“ – შიშით ვიკითხეთ ჩვენ…. დაგვამშვიდეს: „ეს აღტაცების ნიშანია, ნუ აღელდებით, თქვენ დაატყვევეთ ამერიკელი მაყურებელი“.

#ჭაბუკიანი #ისტორია #ფაქტები