შეუზღუდავი შესაძლებლობები

51304351 805011273168381 3661672950865592320 n - შეუზღუდავი შესაძლებლობები

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 22 იანვარს გაიმართა საჯარო ლექციაზე „შეუზღუდავი შესაძლებლობები“.
საღამოს მასპინძლობდნენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, ცეკვის სპეციალური პედაგოგი ანა ღვინიაშვილი და თბილისის ინკლუზიური საცეკვაო დასის ქორეოგრაფი ქეთევან ზაზანაშვილი, რომელიც ინტერნეტის საშუალებით თურქეთიდან ჩაგვერთო და გაგვიზიარა თვისი მოსაზრებები და გამოცდილება
ინკლუზიური ცეკვის მიმართულებასთან დაკავშირებით.