თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 19 დეკემბერს გაიმართა ლექცია-კონცერტი „დაისი“ – 95, ეროვნული მუსიკა – ქვეყნის ისტორია“, რომელიც მიეძღვნა ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „დაისი“ დადგმიდან 95 წლის თავს.
ლექციის ფარგლებში მუსიკოლოგმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, რუსუდან ქუთათელაძემ ისტორიულ ჭრილში განიხილა ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის ლირიკულ-დრამატულ ოპერა „დაისი“ და ისაუბრა მის ისტორიულ მნიშვნელობაზე.
ლექციის შემდეგ შესრულდა ცნობილი არიები ოპერიდან.
საღამოში მონაწილებდნენ: ნინო ბურდულაძე, ლევან გვენეტაძე, ლელა ზარიძე, თამარ მელანაშვილი, დავით ხურცილავა, მარინა ადამაშვილი, ლანა გულდედავა