თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიენაბა ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმში გამოფენების ციკლის “მხატვრობა ბალეტში” ფარგლებში გაიხსნა XX საუკუნის ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის ივანე ასკურავა შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპონატები ივანე ასკურავას ოჯახის პირადი ფონდებიდან და კოლექციებიდან. ესკიზები არა მხოლოდ საბალეტო სპექტაკლებიდან, არამედ საოპერო და დრამატული წარმოდგენებისთვის შექმნილი ჩანახატები, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისთვის უცნობია. განსაკუთრებული ადგილი უკავია ივანე ასკურავას შემოქმედებაში დიდ ბალეტმაისტერთან ვახტანგ ჭაბუკიანთან თანამშრომრომლობას. მან გააფორმა ჭაბუკიანის თითქმის ოცამდე საბალეტო სპექტაკლი: „მთების გული“, „ჟიზელი“, „ლაურენსია“, „გორდა“, „მშვიდობისათვის“, „დემონი“, „ვალპურგის ღამე“ და სხვა.
დამთვალიერებელი იხილავს ექსპონატებს საბალეტო სპექტაკლებიდან: „ლაურენსია“, „მძინარე მზეთუნახავი“, „ბაიადერა“, „ფაუსტი“, „დონ კიხოტი“, „დემონი“, რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილთან ერთად შექმნილი სპექტაკლიდან – „ტოსკა“, საოპერო სპექტაკლიდან „ტრუბადური“ (მ.კვალიაშვილი), აგრეთვე, ქართული ხალხური ცეკვებისთვის შექმნილ კოსტიუმების ესკიზებს. ესკიზი ბალეტისთვის “დემონი” ივანე ასკურავას მემკვიდრეებმა მუზეუმს საჩუქრად გადმოცეს.
გამოფენა 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.