თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა 12 ნოემბერს, უმასპინძლა საღამოს „გადავარჩინოთ სიტყვა“.
შეხვედრის სტუმარი იყო ნათია ფონიავა – ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. სტუმარმა ისაუბრა კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენის გავრცელების არეალზე, რა განსხვავება და მსგავსებაა კოლხური ენის დიალექტებს შორის. სტუმრებმა მოისმინეს მეგრულ-ლაზური მეტყველების მცირე ნიმუშები.
გადავარჩინოთ სიტყვა
