სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი მალე ახალ შენობაში დაიდებს ბინას

IMG 3614 - სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი მალე ახალ შენობაში დაიდებს ბინას

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაცია გაიმართა. პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად წარადგინა.
პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება, რომლის შედეგადაც, დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა.
იხილეთ ვრცლად: http://tbilisi.gov.ge/news/6375
თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების 80 წლიანი სამუზეუმო კოლექცია მალე ახალ შენობაში დაიდებს ბინას.
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
#თბილისისმერია
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო