თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა 7 ნოემბერს უმასპინძლა საჯარო ლექციას “მარადისობის იდეა ქართულ ხალხურ სიმღერაში”.
საუბრის მთავარი თემა იყო ერთი მხრივ ქართული ხალხური სიმღერა, როგორც ეროვნული იდენტობის მკაფიო გამოხატულება, მეორე მხრივ მარადისობის თემის არსებობა ხელოვნებაში.
საღამოს მასპინძლობდა მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებთმცოდნეობის დოქტორი გია ბაღაშვილი.